სენსორის დაწყვილება
სენსორი მობილურ მოწყობილობასთან უნდა დააწყვილოთ. სხვა შემთხვევაში, აპი სენსორიდან გლუკოზის მნიშვნელობებს ვერ მიიღებს.
სენსორი მხოლოდ დაცულ, სანდო არეში დააწყვილეთ. ამან შესაძლოა სენსორთან სხვა პირთა დაკავშირების რისკი შეამციროს.
სენსორის დაწყვილების დაწყებამდე, ლურჯი ხრახნიანი თავსახურის ქვედა ეტიკეტზე ვიხილეთ სერიული ნომერი და 6-ნიშნა PIN.
- სიტყვა „PIN“-ის გვერდით იხილეთ სენსორის 6-ნიშნა PIN.
- ხატულას გვერდით იპოვეთ სენსორის სერიული ნომერი.
დაწყვილება მაშინაცაა შესაძლებელი, თუ უკვე დააწყვილეთ სენსორი და თუ იგი ამჟამად კვლავ აქტიურ მდგომარეობაშია. როდესაც დააწყვილებთ ახალ სენსორს, მიმდინარე სენსორის მოქმედების ვადა ამოიწურება.
აქ ნაჩვენები რიცხვები მხოლოდ მაგალითებს წარმოადგენს.

როგორ უნდა დააწყვილოთ სენსორი
ახალი სენსორის დაწყვილების დაწყება 3 სხვადასხვა გზით შეგიძლიათ:
- თუ აპთან სენსორი არასოდეს დაგიწყვილებიათ, აპი ავტომატურად აჩვენებს ახალი სენსორის დაწყვილების ვარიანტს.
- თქვენი სენსორის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, აპი ავტომატურად აჩვენებს ახალი სენსორის დაწყვილების ვარიანტს.
- თუ მიმდინარე სენსორის მოქმედების ვადის გასვლამდე გსურთ ახალი სენსორის დაწყვილება, შეხებით აირჩიეთ მენიუ > CGM სენსორის მართვა > ახალი სენსორის დაწყვილება.
- დარწმუნდით, რომ თქვენს მობილურ მოწყობილობაზე ჩართული გაქვთ Bluetooth უსადენო ტექნოლოგიის გამოყენებით კომუნიკაცია.
- თუ ეს თქვენი პირველი სენსორია, შეხებით აირჩიეთ ახლავე დაწყვილება. ან სენსორის გამოცვლის დროს შეხებით აირჩიეთ ახალი სენსორის დაწყვილება.
- განათავსეთ სენსორი თქვენს სხეულზე. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეხებით აირჩიეთ სახელმძღვანელოს ნახვა.
- შეხებით აირჩიეთ შემდეგი.
- შეხებით აირჩიეთ ძიება თქვენი სენსორის მოსაძებნად.
- აპი ყველა ახლომდებარე სენსორს გიჩვენებთ, მაგრამ, ჩვეულებრივ, მხოლოდ 1 სენსორის პოვნა იქნება შესაძლებელი.
- აირჩიეთ სენსორი, რომელიც ლურჯი ხრახნიანი თავსახურის ქვემოთ არსებულ სერიულ ნომერს ემთხვევა.
- იპოვეთ 6-ციფრიანი PIN ლურჯი ხრახნიანი თავსახურის ქვედა ეტიკეტიდან.
- შეხებით აირჩიეთ შემდეგი.
- გამოჩნდება Bluetooth უსადენო ტექნოლოგიის მეშვეობით დაწყვილების მოთხოვნა.
- შეიყვანეთ 6-ციფრიანი PIN ლურჯი ხრახნიანი თავსახურის ქვედა ეტიკეტიდან.
- შენიშვნა
- დარწმუნდით, რომ გაქვთ კავშირი ინტერნეტთან.
- დარწმუნდით, რომ სწორად შეიყვანეთ PIN.
- PIN ზუსტად 6 ციფრისგან შედგება. დარწმუნდით, რომ არ შეიყვანეთ სხვა ნომერი (მაგალითად, სერიული ნომერი).
- PIN არასოდეს იქნება 000000 ან 123456.
- სენსორის სერიული ნომრის არჩევის შემდეგ, შეასრულეთ თითოეული ნაბიჯი სწრაფად. შეჩერების ან დაყოვნების შემთხვევაში, შესაძლოა PIN-ის შეყვანის დრო ამოიწუროს.
- შეხებით აირჩიეთ დაწყვილება-დაწყვილების მოთხოვნის დასადასტურებლად.
- შეხებით აირჩიეთ კარგი.
- შენიშვნა
მოთავსების შემდეგ, სენსორი CGM-ის მნიშვნელობების ჩვენებამდე კონკრეტული დროის განმავლობაში აქტიური უნდა იყოს და დაკალიბრება შესაძლებელი გახდება. ამას მომზადების დროს უწოდებენ.
- ახლა თქვენი სენსორი აპთან დაწყვილებულია. ახალი სენსორის დამაგრების შემდეგ, იგი 1 საათიან მომზადების დროს საჭიროებს. აღნიშნული პერიოდის მანძილზე, აპში გლუკოზის არც ერთი მნიშვნელობა არ იქნება ნაჩვენები. თქვენი გლუკოზის შესამოწმებლად ხელმისაწვდომად გქონდეთ სხვა ალტერნატიული მეთოდი. გლუკოზის მნიშვნელობათა ჩვენებისთვის, რომლის გამოყენებაც თერაპიის თაობაზე გადაწყვეტილებების (როგორიც მაგალითად ინსულინის დოზირებაა) მისაღებადაა შესაძლებელი, აპი მომხმარებლის მიერ დაკალიბრებას საჭიროებს.
თუ აპი სენსორს ვერ პოულობს, იხილეთ განყოფილება ზოგადი უწესივრობათა აღმოფხვრა.
6-ნიშნა PIN დაცულ ადგილას შეინახეთ და უზრუნველყავით მისი სხვა პირთა წვდომისაგან დაცვა. აგრეთვე, შეინახეთ 6-ნიშნა PIN, იმ შემთხვევაში თუ სენსორის სხვა მობილურ მოწყობილობასთან დაწყვილება დაგჭირდებათ.
სენსორის ვადის გასვლამდე ლურჯი ხრახნიანი თავსახურის გადაგდების შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ 6-ნიშნა PIN არ იკითხება. აღნიშნულით მცირდება თქვენი სენსორის სხვა პირის მიერ მათივე მობილურ მოწყობილობასთან დაწყვილების ალბათობა.
