ინფორმაცია განკარგვის შესახებ

 
წინასწარი სიფრთხილის ზომა
ინფექციის რისკი

გამოყენებულ კომპონენტებს, რომლებიც შეხებაშია ადამიანის სხეულის სითხეებთან, ინფექციების გადაცემა შეუძლია.

გადააგდეთ სენსორი, როგორც პოტენციურად ინფექციური მასალა, ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად. გამოყენებული კომპონენტების სწორად გადაგდების შესახებ ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ადგილობრივ უწყებას ან ხელისუფლების ორგანოს.

შეფუთვის სხვა კომპონენტების უტილიზაცია საოჯახო ნარჩენებთან ერთადაა შესაძლებელი.

სენსორის დაზიანებულმა აპლიკატორმა ან სენსორის ღია ნემსმა შესაძლოა დაზიანება გამოიწვიოს.

ბასრი საგნების უტილიზაცია ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად მოახდინეთ. დარწმუნდით, რომ ბასრი საგნები თქვენ და სხვა პირებს რაიმე ზიანს არ მიაყენებს.

იქედან გამომდინარე, რომ სენსორის გამოყენებისას იგი შესაძლოა ადამიანის ორგანიზმის სითხეებთან კონტაქტში მოვიდეს, არსებობს დაინფიცირების რისკი. მოახდინეთ უტილიზაცია ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად. რადგან სენსორი მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი, მასზე 2012/19/EU ევროპის დირექტივის (ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების განკარგვის დირექტივა) მოქმედება არ ვრცელდება.

წინამდებარე პროდუქტი შეიცავს ბატარეას, რომელშიც REACH რეგულაციის შესაბამისად შეიცავს ძალიან მაღალი საფრთხის შემცველ ნივთიერებას (SVHC), 1,2-დიმეთოქსიეთანს (CAS 110-71-4), 0,1%-ზე მაღალი წონითი კონცენტრაციით. ნივთიერებასთან რაიმე სახის პირდაპირი შეხება არ ფიქსირდება, მაშასადამე სენსორის გამოყენების ინსტრუქციის შესაბამისად ექსპლუატაციის დროს არავითარი რისკი არ ვლინდება.