ლექსიკონი

დაკალიბრება

სენსორის სიზუსტის გასაუმჯობესებლად სისხლში გლუკოზის საზომის ტესტიდან აპში გლუკოზის მნიშვნელობის შეყვანა. აღნიშნული მოქმედება აუცილებელია მკლავზე ყოველი ახალი სენსორის მოთავსებისა და აპთან მისი დაკავშირების შემდეგ. ეს საშუალებას გვაძლევს სენსორის მეშვეობით მიღებული მონაცემები გამოვიყენოთ თერაპიის თაობაზე ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა ინსულინის დოზირება.

დაკალიბრების მნიშვნელობები

სენსორის სიზუსტის გასაუმჯობესებლად გლუკოზის მიმდინარე მნიშვნელობები სისხლში გლუკოზის საზომის ტესტიდანაა აღებული და შეყვანილია აპში. ეს საშუალებას გვაძლევს სენსორის მეშვეობით მიღებული მონაცემები გამოვიყენოთ თერაპიის თაობაზე ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა ინსულინის დოზირება.

მაინტერფერირებელი ნივთიერება

სპეციფიური ნივთიერება (მედიკამენტსა თუ საკვებში, მაგალითად), რომლის შეყვანის შემდეგაც უარყოფითად იმოქმედებს გლუკოზის მნიშვნელობათა სიზუსტეზე.

ინტერსტიციული სითხის გლუკოზა

კანქვეშა ქსოვილის უჯრედების ირგვლივი სითხის თხელ ფენაში არსებული გლუკოზა.

მგ/დლ (მილიგრამი ერთ დეცილიტრში)

მგ/დლ მიუთითებს იმას, თუ რამდენი ნაწილაკი (გლუკოზა) არის დეცილიტრ წონაში წარმოდგენილი. იგი წონის მაჩვენებელია.

მგ/დლ-ს ხშირად იყენებენ არგენტინაში, ავსტრიაში, ბელგიაში, ბრაზილიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, კვიპროსზე, ეგვიპტეში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ინდოეთში, ირანში, ისრაელში, იტალიაში, იაპონიაში, ლუქსემბურგში, მექსიკაში, ახალ ზელანდიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, ტაივანში, ტაილანდში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მმოლ/ლ (მილიმოლი ერთ ლიტრში)

მმოლ/ლ მიანიშნებს თითო ლიტრში ნაწილაკთა საერთო რაოდენობაზე. იგი წარმოადგენს 1 ლიტრში ნივთიერების რაოდენობის მაჩვენებელს.

მმოლ/ლ ხშირად გამოიყენება ავსტრალიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, კანადაში, ჩინეთში, ხორვატიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დანიაში, ესტონეთში, ფინეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ყაზახეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მალაიზიაში, ნიდერლანდებში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ნორვეგიაში, რუსეთში, სერბეთში, სინგაპურში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, სამხრეთ აფრიკაში, გაერთიანებული სამეფოში.

მობილური მოწყობილობა

სმარტფონი ან პლანშეტური კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია აპის გაშვება.

გადაწყვეტილება თერაპიის თაობაზე

ნებისმიერი მკურნალობა, რომელიც სრულდება ან ტარდება პირის გლუკოზის მნიშვნელობების ნორმალურ დონეებამდე დასაბრუნებლად ან აღნიშნულ საზღვრებში შესანარჩუნებლად.

თერაპიის რეჟიმი

სენსორის სტატუსი მომხმარებლის მიერ დაკალიბრების ჩატარების შემდეგ. ამ სტატუსში, CGM მნიშვნელობები შეიძლება გამოყენებულ იქნეს თერაპიის თაობაზე ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა ინსულინის დოზირება.

ტენდენციის რეჟიმი

სენსორის სტატუსი მომხმარებლის მიერ დაკალიბრების ჩატარებამდე. ამ სტატუსში, CGM-ის მნიშვნელობები ტენდენციების განსაზღვრისთვის მხოლოდ ზოგადი ორიენტირის სახით შეიძლება იქნას გამოყენებული.