დაწყება
აპის პირველად გახსნისას, იგი კონფიგურაციის პროცესის განმავლობაში გაგიწევთ დახმარებას.
ნაბიჯი 1/5
შედით თქვენი Accu-Chek ანგარიშით ან შექმენით ახალი ანგარიში.
თქვენი Accu-Chek ანგარიშის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ თავი Accu-Chek ანგარიში.
ნაბიჯი 2/5
გლუკოზის მნიშვნელობებისა და ნახშირწყლების საზომი ერთეულები აპის მიერ წინასწარ არის არჩეული. წინასწარ არჩეული ერთეულები დამოკიდებულია თქვენ მიერ ანგარიშის შექმნის პროცესში არჩეულ ქვეყანაზე. აპში საზომი ერთეულების შეცვლამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს სამედიცინო დარგის სპეციალისტს.
აირჩიეთ იგივე საზომი ერთეული, რომელიც სისხლში გლუკოზის თქვენი საზომის მიერ გლუკოზის მნიშვნელობებისთვის გამოიყენება. შეგიძლიათ, აირჩიოთ შემდეგი მნიშვნელობებიდან ერთ-ერთი:
- მგ/დლ
- მმოლ/ლ
აირჩიეთ ის საზომი ერთეული, რომელსაც ნახშირწყლების დასათვლელად იყენებთ. შეგიძლიათ, აირჩიოთ შემდეგი მნიშვნელობებიდან ერთ-ერთი:
- გ (გრამი)
- BE (პურის ერთეული, 1 BE უდრის 12 გ-ს)
- KE (ნახშირწყლების ერთეული, 1 KE უდრის 10 გ-ს)
- CC (ნახშირწყლების არჩევანი, 1 CC უდრის 15 გ-ს)
საზომი ერთეულების შერჩევას მხოლოდ ერთხელ შეძლებთ.
თუ შეცდომით არასწორი საზომი ერთეული აირჩიეთ, აპის დეინსტალაცია და მისი ახლიდან ინსტალაცია დაგჭირდებათ. აპის ახლიდან გაშვების შემთხვევაში შეძლებთ საზომი ერთეულების თავიდან არჩევას.
შეხებით აირჩიეთ შემდეგი გასაგრძელებლად.
ნაბიჯი 3/5
შეიყვანეთ ზედა და ქვედა მნიშვნელობები სამიზნე დიაპაზონისთვის. აღნიშნული მნიშვნელობები გრაფიკებისა და სტატისტიკისთვის გამოიყენება.
სამიზნე დიაპაზონი წარმოადგენს დიაპაზონს, რომლის ფარგლებშიც უნდა იყოს თქვენი გლუკოზის მნიშვნელობები. აპის გრაფიკებში, სამიზნე დიაპაზონი მწვანე არედაა ნაჩვენები.
თითოეული პირისთვის სამიზნე დიაპაზონი შესაძლოა განსხვავდებოდეს. თქვენი ინდივიდუალური სამიზნე დიაპაზონის პარამეტრები განიხილეთ სამედიცინო დარგის სპეციალისტთან.
სამიზნე დიაპაზონის მნიშვნელობები არ იწვევს განგაშის სიგნალებსა თუ შეტყობინებებს.
ნაგულისხმევი სამიზნე დიაპაზონის მნიშვნელობები
ზედა სამიზნე მნიშვნელობა | ქვედა სამიზნე მნიშვნელობა |
|---|---|
180 მგ/დლ ან 10,0 მმოლ/ლ | 70 მგ/დლ ან 3,9 მმოლ/ლ |
შეხებით აირჩიეთ შემდეგი გასაგრძელებლად.
ნაბიჯი 4/5
შეიყვანეთ თქვენი ზღვრები ძალიან მაღალი და დაბალი გლუკოზის განგაშის სიგნალებისთვის. აპს შეუძლია, გაგაფრთხილოთ, თუ თქვენი გლუკოზის მნიშვნელობები ზედმეტად მაღალი ან ზედმეტად დაბალია. გლუკოზის ყველა განგაში ნაგულისხმევად აქტიურია, მაგრამ მათი გამორთვა აპის მენიუდან შეგიძლიათ.
ნაგულისხმები გლუკოზის განგაშები
ძალიან მაღალი გლუკოზის განგაში | დაბალი გლუკოზის განგაში |
|---|---|
250 მგ/დლ ან 13,9 მმოლ/ლ | 70 მგ/დლ ან 3,9 მმოლ/ლ |
თქვენი უსაფრთხოების მიზნით, ძალიან დაბალი გლუკოზის ზღვრის რედაქტირება შეუძლებელია. ძალიან დაბალი გლუკოზის ზღვარი არის 54 მგ/დლ ან 3,0 მმოლ/ლ.
შეხებით აირჩიეთ შემდეგი გასაგრძელებლად.
ნაბიჯი 5/5
გლუკოზის ყველა განგაში ნაგულისხმევად აქტიურია, მაგრამ მათი გამორთვა აპის მენიუდან შეგიძლიათ. იმაში დასარწმუნებლად, რომ გლუკოზის მნიშვნელობებსა და შეტყობინებებს მიიღებთ, გაეცანით, როგორ მუშაობს თქვენი მობილური მოწყობილობა და რეგულარულად შეამოწმეთ მისი პარამეტრები:
- CGM აპი მუშაობს.
- აპის შეტყობინებები ჩართულია.
- ენერგიის დაზოგვის რეჟიმები გამორთულია.
- ხმა მაღალია.
- ზარი ჩართულია.
- „არ შემაწუხო“ ან ფოკუსი გამორთულია.
- ფრენის რეჟიმი გამორთულია.
- Bluetooth სერვისი ჩართულია.
- თქვენი მობილური მოწყობილობა ახლოს არის.
თქვენი მობილური მოწყობილობის სწორი კონფიგურირებისთვის მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ თავი მობილური მოწყობილობის კონფიგურირება.
შეხებით აირჩიეთ გასაგებია გასაგრძელებლად.
iOS მოწყობილობები
თუ iOS მოწყობილობებს იყენებთ, მიიღებთ შეკითხვას შინაარსით: აქვს თუ არა აპს შეტყობინებათა გაგზავნის უფლება. თუ აპს არ შეუძლია შეტყობინებების გაგზავნა, აპის ყველა შეტყობინება და განგაშის სიგნალი დაიბლოკება.
- შეხებით აირჩიეთ დაშვება.
დაგისვამთ კითხვას, დაშვებულია თუ არა აპის მიერ კრიტიკული გაფრთხილებების გაგზავნა. თუ ზარი გათიშული გაქვთ, კრიტიკული გაფრთხილებების ფუნქცია გავლენას მოახდენს განგაშის სიგნალების ხმაზე. თუ აპს არ შეუძლია კრიტიკული გაფრთხილებების გაგზავნა, თქვენს მობილურ მოწყობილობაზე „არ შემაწუხო“ ან „ფოკუსი“ რეჟიმის ჩართვისას, აპის ყველა შეტყობინებისა და განგაშის სიგნალის ხმა გაითიშება.
- შეხებით აირჩიეთ შემდეგი.
- შეხებით აირჩიეთ დაშვება.
საჭიროებისამებრ, აღნიშნული პარამეტრების შეცვლას მოგვიანებითაც შეძლებთ. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თავი მობილური მოწყობილობის კონფიგურირება.
Android მოწყობილობები
თუ Android მოწყობილობებს იყენებთ, შესაძლოა, მიიღოთ შეკითხვა შინაარსით: აქვს თუ არა აპს თქვენთვის შეტყობინებათა გამოგზავნის უფლება. თუ აპს არ აქვს თქვენთვის შეტყობინებების გამოგზავნის უფლება, „არ შემაწუხო“-ს იგნორირებას ვეღარ შეძლებთ.
- შეხებით აირჩიეთ დაშვება.
დაგისვამთ კითხვას, დაშვებულია თუ არა აპის ფონურ რეჟიმში მუშაობა. თუ აპის ფონურ რეჟიმში მუშაობა დაშვებული არ არის, შესაძლოა გლუკოზის მნიშვნელობები, შეტყობინებები თუ განგაშის სიგნალები ვერ მიიღოთ.
- შეხებით აირჩიეთ დაშვება.
დაგისვამთ კითხვას, შეუძლია თუ არა აპს „არ შემაწუხო“-ს იგნორირება. თუ აპს არ შეუძლია „არ შემაწუხო“-ს იგნორირება, თქვენს მობილურ მოწყობილობაზე „არ შემაწუხო“ რეჟიმის ჩართვისას, აპის ყველა შეტყობინებისა და განგაშის სიგნალის ხმა გაითიშება.
- შეხებით აირჩიეთ შემდეგი.
- ჩართეთ „არ შემაწუხო“-ს იგნორირება.
მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ვერსიისა და მწარმოებლის მიხედვით, აღნიშნული პარამეტრი შესაძლოა განსხვავდებოდეს. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ თქვენი მობილური მოწყობილობის მომხმარებლის სახელმძღვანელო.
საჭიროებისამებრ, აღნიშნული პარამეტრების შეცვლას მოგვიანებითაც შეძლებთ. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თავი მობილური მოწყობილობის კონფიგურირება.