წინამდებარე მომხმარებლის სახელმძღვანელოს შესახებ

აპის ყველა ფუნქციის უკეთ გაგებისათვის, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციებს. თუ აპი მოლოდინისამებრ არ მუშაობს, იხილეთ მომხმარებლის სახელმძღვანელოს უწესივრობათა აღმოფხვრის განყოფილება. თუ რასაც ეძებდით კვლავაც ვერ პოულობთ, დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერას.

წინამდებარე მომხმარებლის სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ფორმითაა ხაზგასმული შემდეგი ინფორმაცია:

 
გაფრთხილება

გაფრთხილება მიანიშნებს წინასწარ პროგნოზირებად სერიოზულ საფრთხეზე.

 
წინასწარი სიფრთხილის ზომა

წინასწარი სიფრთხილის ზომა აღწერს ზომას, რომელიც პროდუქტის უსაფრთხო და ეფექტიანი ექსპლუატაციისათვის ან პროდუქტისთვის ზიანის მიყენების საპრევენციოდ უნდა მიიღოთ.

 
შენიშვნა

შენიშვნა შეიცავს სასარგებლო ინფორმაციასა და მითითებებს.

წინამდებარე მომხმარებლის სახელმძღვანელო შეიცავს აპისა და სენსორის გამოყენებისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას, ინსტრუქციასა და ტექნიკურ მონაცემებს. სენსორის აპლიკატორის გამოყენებით სენსორის დამაგრებასთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის იხილეთ Accu-Chek SmartGuide მოწყობილობასთან ერთად წარმოდგენილი გამოყენების ინსტრუქცია.