ზოგადი ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ
აპი
ნუ ეცდებით ნებისმიერი არ არსებული CGM მონაცემის მიახლოებით შეფასებას ან ვარაუდის გამოთქმას. ნებისმიერი არ არსებული CGM მონაცემის მიახლოებით შეფასებამ ან ვარაუდის გამოთქმამ შესაძლოა გამოიწვიოს თერაპიის თაობაზე არასწორი გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად ინსულინის დოზირების შესახებ.
CGM მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ აპი სწორადაა დაყენებული და რომ თქვენი სენსორი და მობილური მოწყობილობა ერთმანეთს უკავშირდება. აპისა და სენსორის სწორედ დაყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ თავი დაწყება. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ აპი თუ სენსორის სწორედ მუშაობს, თქვენი გლუკოზის შესამოწმებლად გამოიყენეთ ალტერნატიული მეთოდი და დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერას.
კომპონენტთა მოდიფიკაციამ ან გამოყენების ინსტრუქციის გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, აპის არასწორი მუშაობა გამოიწვიოს.
ყურადღებით გაეცანით და მიჰყევით გამოყენების ინსტრუქციას.
თქვენი დიაბეტის მართვასა თუ ზოგად თერაპიაში ცვლილებები მხოლოდ სამედიცინო დარგის სპეციალისტმა უნდა შეიტანოს.
თერაპიის შესახებ კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს სამედიცინო დარგის სპეციალისტს.
აპმა შესაძლოა, ყოველთვის ვერ შეძლოს გლუკოზის მნიშვნელობათა ჩვენება. აქ ორი მაგალითია წარმოდგენილი:
- თუ მობილური მოწყობილობის ბატარეა ბოლომდე დამჯდარია.
- თუ დაკარგეთ თქვენი მობილური მოწყობილობა.
დარწმუნდით, რომ გლუკოზის შესამოწმებლად ალტერნატიულ მეთოდებზე გაქვთ წვდომა.
მაგალითად, ბავშვებმა ან სხვა პირებმა შესაძლოა შეცდომით დაამატონ დაკალიბრების მნიშვნელობები. დაკალიბრების არასწორმა მნიშვნელობებმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სენსორის მიერ მოწოდებულ CGM მონაცემებზე. აპზე მესამე პირთა მიერ წვდომის მიღების პრევენციისთვის, მიჰყევით მონაცემთა დაცვის ინსტრუქციებს. იხილეთ განყოფილება წვდომის დაცვა.
მობილური მოწყობილობები სპეციალიზებულ სამედიცინო მოწყობილობებს არ წარმოადგენს. გამოიყენეთ მხოლოდ აპთან თავსებადი მობილური მოწყობილობები. იხილეთ თავი Accu-Chek SmartGuide აპის ტექნიკური მონაცემები. აპი არ ამუშაოთ არათავსებად მობილურ მოწყობილობებზე ან მოწყობილობებზე, რომლებშიც ჩარევა ფიქსირდება. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენი მობილური მოწყობილობის მწარმოებელს.
თქვენი გლუკოზის შესამოწმებლად ყოველთვის ხელმისაწვდომად გქონდეთ სხვა ალტერნატიული მეთოდები. მობილური მოწყობილობის დაკარგვისა თუ სისტემის მუშაობის ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, თქვენი გლუკოზის შესამოწმებლად მიმართეთ ალტერნატიულ მეთოდს.
თქვენი მობილური მოწყობილობისთვის გარემოს პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ მობილური მოწყობილობის მომხმარებლის სახელმძღვანელო ან მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემა (OS).
ნებისმიერი ის პირი, რომელიც სამედიცინო ელექტრონულ აღჭურვილობასთან დამატებით აღჭურვილობას აკავშირებს, ახდენს სამედიცინო სისტემის კონფიგურირებას და მაშასადამე, წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს მასზედ, რომ სისტემა სამედიცინო ელექტრული სისტემების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
თქვენი მობილური მოწყობილობა შესაბამის IEC ან ISO სტანდარტებს (მაგალითად, IEC 60950 ან IEC 62368) უნდა აკმაყოფილებდეს. კონფიგურაციები უნდა შეესაბამებოდეს სამედიცინო ელექტრული სისტემების მოთხოვნებს (IEC 60601-1-ის უახლესი მოქმედი ვერსიისთვის, იხილეთ პუნქტი 16). ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენი მობილური მოწყობილობის მწარმოებელს.
აპი მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ უნდა იქნას გამოყენებული.
აპის გამოყენებამდე შეამოწმეთ თქვენი მობილური მოწყობილობის პარამეტრები. მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესაბამისად გახმოვანებისთვის საჭიროა აპის ხმის გააქტიურება. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, გამოგრჩეთ ინფორმაცია.
მოწყობილობის შრიფტის ნაგულისხმები ზომისგან განსხვავებული ზომების გამოყენებამ შესაძლოა შედეგად გამოიწვიოს ის, რომ აპმა დანიშნულებისამებრ ვერ შეძლოს მუშაობა.
სენსორი
მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება მოწყობილობასთან ერთად მოწოდებულ შეფუთვაში არსებულ ჩანართში უსაფრთხოების შესახებ ყველა ინფორმაციას.
გადაწყვეტილებები თერაპიის თაობაზე, როგორიცაა ინსულინის დოზირება, მიიღეთ მხოლოდ გლუკოზის მიმდინარე რამდენიმე მნიშვნელობასა და მათი ცვლილების ტენდენციების შესაბამისად. აპის მიერ ნაჩვენები გლუკოზის მნიშვნელობები შესაძლოა, ყოველთვის ზუსტი არ იყოს. თერაპიის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორიც მაგალითად ინსულინის დოზირებაა, ყოველთვის შეამოწმეთ აპის ტენდენციის გრაფიკი. თერაპიის თაობაზე ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორიცაა მაგალითად ინსულინის დოზირება, ყოველთვის გაითვალისწინეთ ჯანმრთელობის თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და ფიზიკური აქტივობის დონეები.
ნუ მოახდენთ ჰიპოგლიკემიისა თუ ჰიპერგლიკემიის სიმპტომთა იგნორირებას. თერაპიაში მნიშვნელოვან თვითნებურ ცვლილებებს ნუ შეიტანთ. თუ ნაჩვენები გლუკოზის მნიშვნელობა არ ემთხვევა თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას:
- თქვენი გლუკოზის შესამოწმებლად მიმართეთ ალტერნატიულ მეთოდს.
- თუ თქვენი სიმპტომები კვლავ არ შეესაბამება თქვენი გლუკოზის მნიშვნელობას, მიმართეთ სამედიცინო დარგის სპეციალისტს.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ განყოფილება ზოგადი უწესივრობათა აღმოფხვრა.
დაზიანებული სენსორი შესაძლოა სწორედ არ მუშაობდეს.
თუ სენსორზე განხორციელდა რაიმე სახის ზემოქმედება, მაგალითად, თუ მოხვდა ბურთი, ვიზუალურად დაათვალიერეთ სენსორი და შეამოწმეთ იგი დაზიანებებზე. ნებისმიერი არაბუნებრივი რამის შემჩნევის შემთხვევაში, მოაცილეთ სენსორი და გამოიყენეთ ახალი.
მობილური მოწყობილობა ამუშავეთ მხოლოდ იმ ფორმით, რა ფორმითაც მწარმოებლის მიერაა მითითებული (მაგალითად, არ გამოიყენოთ დაზიანებული ან მანიპულირებული მოწყობილობა). ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით თქვენი მობილური მოწყობილობის მწარმოებელს.
დარწმუნდით, რომ დაბალი ან ძალიან მაღალი გლუკოზის არც ერთი ეპიზოდი არ გამოგრჩენიათ. რეგულარულად გახსენით აპი გლუკოზის დონეების შესამოწმებლად, თქვენი სამედიცინო დარგის სპეციალისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ან თუ გრძნობთ რომ გლუკოზის დონე დაბალი ან მაღალია. არასოდეს მოახდინოთ სისხლში დაბალი ან მაღალი გლუკოზის სიმპტომების იგნორირება.
ჩვეულებრივად დაიცავით ჰიგიენა, თუმცა სენსორი საპნისა და შამპუნის ჭარბ ოდენობასთან კონტაქტს მოარიდეთ. სენსორის სისუფთავის შესანარჩუნებლად საპნის მხოლოდ მინიმალური ოდენობა გამოიყენეთ.
სენსორსა თუ განთავსების ადგილზე ნუ დაიტანთ კანის მოვლისა თუ ჰიგიენურ პროდუქტებს (მწერების საწინააღმდეგო საშუალებას, მზისგან დამცავს და ა.შ.). ამ პროდუქტებმა შესაძლოა სენსორი ან წებოვანი პლასტირი დააზიანოს.
თქვენმა სხეულმა შესაძლოა მოახდინოს სენსორზე ან წებოვან პლასტირზე რეაგირება. განთავსების ადგილი რეგულარულად შეამოწმეთ კანის გაღიზიანებაზე ან ანთებაზე. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ან თუ განთავსების ადგილზე დაფიქსირდება ანთება ან კანის ლოკალიზებული რეაქციები (მაგ., ალერგიული რეაქცია, ეგზემა), დაუყოვნებლივ მოხსენით სენსორი და მიმართეთ თქვენს სამედიცინო დარგის სპეციალისტს.
თუ წებოვანი პლასტირის გარეთა კიდეები კანიდან ოდნავ აიწევა, სენსორი კვლავ გამართულად იმუშავებს. თუმცა, თუ სენსორის ქვემოთ არსებული წებოვანი პლასტირის ნებისმიერი ნაწილი კანიდან აიწევა, ნუ ეცდებით სენსორის ახლიდან დამაგრებას ან სენსორის კანზე დაწებებას. ახლიდან მოთავსებულმა სენსორმა შესაძლოა გამართულად არ იმუშაოს. სანაცვლოდ, განათავსეთ ახალი სენსორი.
სენსორის ჩამოვარდნის შემთხვევაში, გამოყენებულ სენსორს ახლიდან ნუ დაიმაგრებთ. ახლიდან მოთავსებულმა სენსორმა შესაძლოა გამართულად არ იმუშაოს. სანაცვლოდ, განათავსეთ ახალი სენსორი.