მომხმარებელთა მხარდაჭერა

დაგვიკავშირდით

თუ პრობლემები შეგექმნათ, გაქვთ შეკითხვები ან Accu-Chek SmartGuide აპის ან მოწყობილობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ, დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერას. აპში, გადადით მენიუ > დაგვიკავშირდით.

სერიოზული ინციდენტების შესახებ მოხსენება

ევროკავშირისა და იდენტური მარეგულირებელი რეჟიმის მქონე ქვეყნებში მყოფი პაციენტების/მომხმარებლების/მესამე მხარისათვის; აღნიშნული მოწყობილობის მოხმარების განმავლობაში ან მისი მოხმარების შედეგად სერიოზული ინციდენტის მოხდენის შემთხვევაში, გთხოვთ მის შესახებ შეატყობინოთ მწარმოებელსა და თქვენი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოს.

მომხმარებლის სახელმძღვანელოს ბეჭდური ფორმა

თუ ამ მომხმარებლის სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის მიღება გსურთ, დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერას. ბეჭდური ვერსია უფასოა და რამდენიმე დღეში გამოგიგზავნით.

მომხმარებლის სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა

წინამდებარე მომხმარებლის სახელმძღვანელო ჩამოტვირთეთ, როდესაც ინტერნეტთან იქნებით დაკავშირებული და იგი თქვენს მობილურ მოწყობილობაზე შეინახეთ, რათა ისარგებლოთ მაშინ, როდესაც ინტერნეტზე წვდომა არ გექნებათ. ხელმისაწვდომია ამ მომხმარებლის სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა მისამართიდან:
https://tools.accu-chek.com/documents/dms/index.html.*

შეფუთვაში არსებული ჩანართის ჩამოტვირთვა

შეფუთვაში არსებული ჩანართის ჩამოტვირთვას შეძლებთ საიტიდან:
https://tools.accu-chek.com/documents/dms/index.html.*