შეტყობინებების პარამეტრები

გამომავალ შეტყობინებებსა და განგაშის სიგნალებზე შესაძლებელია რიგმა ოპერაციული სისტემის პარამეტრმა იმოქმედოს. ამგვარად, მნიშვნელოვანია თქვენს მობილურ მოწყობილობაზე აღნიშნული პარამეტრების რეგულარულად შემოწმება.

თუ თქვენ მობილურ მოწყობილობასთან, სენსორის გარდა სხვა მოწყობილობებსაც დააკავშირებთ, მაგალითად, Apple Watch-ს, ამან შესაძლოა შეტყობინებებისა და განგაშის სიგნალის პარამეტრებზე გავლენა მოახდინოს. თავდაპირველად, გაეცანით სხვა დაკავშირებულ მოწყობილობებს და დარწმუნდით, რომ წინამდებარე მომხმარებლის სახელმძღვანელოში აღწერილ შეტყობინებებსა და განგაშის სიგნალის პარამეტრებზე არაფერი მოქმედებს.

საინფორმაციო სიგნალებისა და განგაშის სიგნალების სწორად გამოცემისთვის აპი ყოველთვის გაშვებულ მდგომარეობაში უნდა იყოს. აპის ქცევა დამოკიდებულია იმაზე, აპი აქტიურია თუ ფონურად მუშაობს. როდესაც აპი გახსნილია და მას თქვენი მონაცემების გასაანალიზებლად იყენებთ, აპი ფონურ რეჟიმში მუშაობს. აპის ფონურ რეჟიმში გაშვებისას თქვენი მობილური მოწყობილობის ეკრანზე ჩნდება ყველა საინფორმაციო სიგნალი და განგაშის სიგნალი, ხოლო რაიმე ხმა ან ვიბრაცია არ გენერირდება. ფონურ რეჟიმში მუშაობის დროს, აპი საინფორმაციო სიგნალებისა და შეტყობინებების გენერირებისთვის ოპერაციული სისტემის შეტყობინებებს იყენებს. საკმარისია, რომ აპი ფონურად მუშაობდეს, როდესაც თქვენს მობილურ მოწყობილობაზე სხვა აპს იყენებთ. შეტყობინებები აპისთვის თქვენ მიერ გაწერილი შეტყობინების პარამეტრების შესაბამისად იგზავნება. თქვენი შეტყობინებების პარამეტრები გავლენას ახდენს საინფორმაციო სიგნალებისა და განგაშის სიგნალების ვიბრაციაზე, ხმასა და ვიზუალიზაციაზე.

თქვენ, თქვენი დამხმარეები ან აპის მოხმარების უფლების მქონე სხვა პირები უნდა ერკვეოდეთ შეტყობინებებისა და განგაშის სიგნალების მიღების პარამეტრებში.

 
შენიშვნა

მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ვერსიისა და მწარმოებლის მიხედვით, ზოგიერთი პარამეტრი და მათი შესაბამისი ხატულა შესაძლოა განსხვავდებოდეს.

აღნიშნული პარამეტრების შესახებ მეტი ინფორმაციისა და მათთან დაკავშირებული ხატულების შესახებ მეტის შესატყობად, იხილეთ თქვენი მობილური მოწყობილობის მომხმარებლის სახელმძღვანელო.

აპის შეტყობინებების პარამეტრები

თუ აპს არ შეუძლია შეტყობინებების გაგზავნა, აპის ყველა შეტყობინება და განგაშის სიგნალი დაიბლოკება.

  1. რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ აპს აქვს შეტყობინებებისა და განგაშის სიგნალების გაგზავნის საშუალება, თქვენი მობილური მოწყობილობის სისტემის პარამეტრებში ჩართეთ აპის შეტყობინებები.
  2. მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა გააკეთოთ აღნიშნული, იხილეთ თქვენი მობილური მოწყობილობის მომხმარებლის სახელმძღვანელო.

შეტყობინებებსა და განგაშის სიგნალებზე შესაძლოა გავლენას ახდენდეს რიგი მოვლენები; მაგალითად, თუ მობილური მოწყობილობა ან სენსორი შემთხვევით დაგივარდათ. რეგულარულად შეამოწმეთ მობილური მოწყობილობის, სენსორისა და ოპერაციული სისტემის ფუნქციონალობა. გარდა ამისა, რეგულარულად შეამოწმეთ ოპერაციული სისტემის შეტყობინების პარამეტრები.

„არ შემაწუხო“ და „ფოკუსი“

როდესაც თქვენი მობილური მოწყობილობა დაბლოკილია, აპის შეტყობინებები და განგაშის სიგნალების ხმა გათიშული იქნება, თუ ჩართული იქნება „არ შემაწუხო“ ან „ფოკუსი“. თუ „არ შემაწუხო“ ან „ფოკუსი“ ჩართულია, ეს სტატუსის ზოლში იქნება ნაჩვენები.

  1. გაააქტიურეთ კრიტიკული გაფრთხილებები ან „არ შემაწუხო“-ს იგნორირება, რათა დარწმუნდეთ, რომ აპის შეტყობინებებსა და განგაშის სიგნალებს მიიღებთ მაშინაც კი, როდესაც ჩართული გექნებათ „ფოკუსი“ (iOS) ან „არ შემაწუხო“ (Android).
  2. აგრეთვე შეძლებთ Accu-Chek SmartGuide აპის ნებადართული აპების შეტყობინებების სიაში დამატებას.
  3. მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ვერსიისა და მწარმოებლის მიხედვით, აღნიშნული პარამეტრები და მათი შესაბამისი ხატულები შესაძლოა განსხვავდებოდეს. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ თქვენი მობილური მოწყობილობის მომხმარებლის სახელმძღვანელო.

ხმა

ხმის ძალიან დაბალ დონეზე დაყენებამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ შეტყობინებების და აპის განგაშის სიგნალების გაგებაში. ოპერაციული სისტემის ვერსიასა და მობილური მოწყობილობის მიხედვით, ზარის მელოდიის ხმისა და შეტყობინების ხმისთვის შესაძლოა განსხვავებული პარამეტრები და ხატულები არსებობდეს.

ზოგიერთი Android მოწყობილობა დადუმების ხატულას მხოლოდ მაშინ აჩვენებს, როდესაც ზარის ხმის სიმაღლე 0-ზეა დაყენებული და არა მაშინ, როდესაც შეტყობინებების ხმაა 0-ზე დაყენებული. მსგავსი მოწყობილობებისთვის, დადუმების არავითარი ხატულა არ არის ნაჩვენები, მიუხედავად იმისა, რომ განგაშის სიგნალები შესაძლოა სრულებით არ გაჟღერდეს.

  1. ხმის სიმაღლე ისე დააყენეთ, რომ შეძლოთ ყველა შეტყობინებისა და განგაშის სიგნალის გაგონება.
  2. ზოგიერთი მობილური მოწყობილობა ხმის სხვადასხვა სიძლიერის დაყენების საშუალებას გაძლევთ. შეგიძლიათ დააყენოთ გარშემო ხმაურის დონეზე მაღალი ხმა, მაგალითად, თუ გარემო ზედმეტად ხმაურიანია. დარწმუნდით, რომ გარემოში, სადაც იმყოფებით, შეძლებთ შეტყობინებების ხმის გაგებას.
  3. მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ვერსიისა და მწარმოებლის მიხედვით, აღნიშნული პარამეტრები და მათი შესაბამისი ხატულები შესაძლოა განსხვავდებოდეს. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ თქვენი მობილური მოწყობილობის მომხმარებლის სახელმძღვანელო.

Bluetooth უსადენო ტექნოლოგია

აპი CGM სენსორთან კავშირის დამყარებას ვერ შეძლებს, თუ Bluetooth უსადენო ტექნოლოგიის მეშვეობით კომუნიკაცია გათიშულია. როდესაც Bluetooth უსადენო ტექნოლოგიის მეშვეობით კომუნიკაცია გათიშულია, ხატულა, ზოგადად, განაცრისფერებულია. მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ვერსიისა და მწარმოებლის მიხედვით, აღნიშნული ხატულა შესაძლოა განსხვავდებოდეს.

  1. დარწმუნდით, რომ აპს შეუძლია თქვენს სენსორთან კომუნიკაცია, შეამოწმეთ, ჩართულია თუ არა Bluetooth უსადენო ტექნოლოგია.
  2. მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ვერსიისა და მწარმოებლის მიხედვით, აღნიშნული პარამეტრი და მისი შესაბამისი ხატულა შესაძლოა განსხვავდებოდეს. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ თქვენი მობილური მოწყობილობის მომხმარებლის სახელმძღვანელო.

ფრენის რეჟიმი

ფრენის რეჟიმის ჩართვის შემთხვევაში Bluetooth ავტომატურად გამოირთვება, ხოლო აპი თქვენს სენსორთან კომუნიკაციას ვერ შეძლებს. თუ ფრენის რეჟიმი ჩართულია, აღნიშნულის თაობაზე სტატუსის ზოლში იქნება მითითებული.

  1. იმისთვის, რომ აპმა სენსორთან კომუნიკაცია შეძლოს მაშინაც კი, როცა ფრენის რეჟიმია ჩართული, კვლავ ჩართეთ Bluetooth.
  2. მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ვერსიისა და მწარმოებლის მიხედვით, აღნიშნული პარამეტრი და მისი შესაბამისი ხატულა შესაძლოა განსხვავდებოდეს. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ თქვენი მობილური მოწყობილობის მომხმარებლის სახელმძღვანელო.

ენერგიის დაზოგვა

როდესაც ენერგიის დაზოგვა ჩართულია მობილური მოწყობილობის ბატარეის რესურსის დასაზოგად, რიგი ფონური პროცესები გათიშულია. თუ ენერგიის დაზოგვა ჩართულია, აღნიშნულის თაობაზე სტატუსის ზოლში იქნება მითითებული. ენერგიის დაზოგვა აგრეთვე მოქმედებს თქვენს სენსორთან კომუნიკაციაზეც.

 
შენიშვნა

ზოგიერთი მობილური მოწყობილობის მწარმოებელი ფონურ პროცესებს მაშინაც კი გამორთავს, როდესაც ენერგიის დაზოგვა გათიშულია.

  1. გათიშეთ ენერგიის დაზოგვა, რათა დარწმუნდეთ რომ აპს შეუძლია თქვენს სენსორთან კომუნიკაცია.
  2. მობილური მოწყობილობის ოპერაციული სისტემის ვერსიისა და მწარმოებლის მიხედვით, აღნიშნული პარამეტრი და მისი შესაბამისი ხატულა შესაძლოა განსხვავდებოდეს. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ თქვენი მობილური მოწყობილობის მომხმარებლის სახელმძღვანელო.

აქსესუარები

მობილურ მოწყობილობასთან დაკავშირებულმა აქსესუარებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამომავალ შეტყობინებებსა და განგაშის სიგნალებზე. მაგალითად, შემდეგ შემთხვევებში:

  • შესაძლოა შეტყობინებებისა და განგაშის სიგნალების ხმა ვერ გაიგონოთ, თუ ყურსასმენები კვლავაც დაკავშირებულია მობილურ მოწყობილობასთან, თუმცა მათ აღარ ატარებთ.
  • ჭკვიანი საათის დაკავშირების შემდეგ, თქვენი პარამეტრები შესაძლოა შეიცვალოს.

ისეთი აქსესუარების გამოყენებისას, როგორიცაა ყურსასმენები, დინამიკები ან ჭკვიანი საათი, დარწმუნდით, რომ კვლავ შეძლებთ აპის მიერ გენერირებული განგაშის სიგნალებისა და შეტყობინებების მიღებას.